ვის ჯიბეში მიდის გარევაჭრობიდან შემოსული ფული?
„ანტიკორუფციული კავშირის“ თავმჯდომარე გია ბურჯანაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ გარევაჭრობის პრობლემებზე საუბრობს. იგი ვარაუდობს, რომ დეზერტირების ბაზრობასთან გაჩაღებული გარევაჭრობის უკან კონკრეტული პირების ინტერესები დგას, რომელთაც აქედან საკმაოდ სერიოზული შემოსავალი მისდით. „გარევაჭრობა სერიოზული პრობლემაა დედაქალაქში. ეს არის ანტისანიტარიის ბიდე. მით უმეტეს, ახლა იწყება დაავადებების აფეთქების პერიოდი. განსაკუთებით რთული ვითარებაა ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან, რომელიც აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. გარდა ანტისანიტარიისა, იკვეთება სერიოზული კორუფციული პრობლემები, რომელიც ცალკე საუბრის თემაა. არ არსებობს ხარისხის კონტროლი, ხდება წონაში მოტყუება.