„გიგი უგულავას ცოლის – ლელა კილაძის გასაიდუმლოებული ქონება“
„თავისუფალი თაობის“ ხელძღვანელი ლადო სადღობელაშვილი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ დედაქალაქის ყოფილი მერის – გიგი უგულავას მეუღლის – ლელა კილაძის „გასაიდუმლოებულ ქონებაზე“ საუბრობს.
როგორც სადღობელაშვილი აცხადებს, საუბარია თბილისში, პარლამენტის შენობის უკან მდებარე მრავალსართულიან კორპუსში არსებულ ერთ-ერთ ბინაზე.
როგორც “თავისუფალი თაობის“ ლიდერი განმარტავს, აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს ლელა კილაძე, თუმცა სახლი გაფორმებულია ლელა კილაძის მამიდის – რუსუდან კილაძის სახელზე. “ჩვენი ყოფილი მერის – გიგი უგულავას მეუღლე ლელა კილაძე ყველაფერს აკეთებს, რომ არეკლამოს თავისი გიგი, გეტყვით, რატომ გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა ლელა კილაძისა და გიგი უგულავას ქონება და ამ საკითხით დავინტერესებულიყავით: „რუსთავი 2“-ზე საღამოობით გადის რეკლამა, სადაც ლაპარაკია, რომ გიგი უგულავა ტყუილად ზის ციხეში და რომ ის უდანაშაულოა. ამას მოჰყვა ის ფაქტი, რომ ჩემს მეგობართან ვიმყოფებოდი სახლში, რომელიც ცხოვრობს ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩის კვეთის ადგილას მდგარ სახლში და დავინახე, რომ იქ აშენებულ ფეშენებელურ სახლში შედიოდა ლელა კილაძე. მოვიკითხე ხალხში, სამეზობლოში და გავარკვიე, რომ ლელა კილაძე ზუსტადაც რომ ცხოვრობს ამ სახლში, ესაა ინგოროყვას 19. მერე მოვიძიე ინფორმაცია და მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ – მათ საკუთრებაში არსებული სახლებიდან დაწყებული, ნათესავების დასაქმებით დასრულებული ინფორმაცია.
მოკლედ, საქმე ეხება იმ ელიტურ სახლს, რომელიც მდებარეობს ზუსტად ძველი პარლამენტის უკან, ხომ ხვდებით, ძვირად ღირებული მრავალსართულიანი კორპუსი რომ დგას და ერთ-ერთი უძვირესი ბინა რომაა დღეს თბილისში. ამ შენობაში კვადრატული მეტრი დაახლოებით 1500 ამერიკული დოლარიდან 2500, 2700 დოლარამდე ღირს. დავინტერესდი და გავარკვიე, რომ ამ ბინაში ცხოვრობს ლელა კილაძე, მაგრამ მის სახელზე არ არის სახლი გაფორმებული, ქალბატონ რუსუდან კილაძეზეა, რომელიც გიგის მეუღლის მამიდაა.
ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომელიც გაცემულია 2012 წლის 19 ოქტომბერს, წერია, რომ აქ, ამ ელიტარულ სახლში მას შეძენილი აქვს ბინა, რომლის ფართობიცაა 465.00 კვ.მ და ფასი არ გაინტერესებთ, რა უწერიათ ნასყიდობაში? 500 დოლარი და გამოდის, რომ მთლიანად ამ ბინაში ქალბატონ რუსუდანს, ანუ ლელას გადაუხდია 24 000 დოლარი, ამ დროს ესაა ტყუილი, რადგანაც თქვენც და ნებისმიერ მობინადრესაც შეუძლია იქვე, ამ სახლის პირველ სართულზე ნახოს სამაკლერო ორგანიზაცია, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი შევა და იკითხავს ბინის ფასს და იქვე ეტყვიან სიმართლეს. 500 დოლარი არსად არ არის ბინის ფასი და რაღა მაგათთვის იქნებოდა? მოკლედ, ძალიან მარტივი არითმეტიკული გამოთვლით, საუბარია დაახლოებით 930 000 ამერიკულ დოლარზე, მაგრამ ეს თანხა მხოლოდ შავ კარკასშია გადახდილი და ამ ქალბატონის მიერ და ამას დაუმატეთ, როგორც შემდგომში გაირკვა, დაახლოებით 400-450 დოლარი დაუჯდა ლელა კილძეს კვადრატული მეტრის გარემონტება და, რამაც, საერთო ჯამში, მიგვიყვანა იქამდე, რომ ეს ბინა, რომელიც დღეს ქალბატონ რუსუდანზეა გაფორმებული, სინამდვილეში კი ქალაქის ყოფილი მერისაა, უხეში გამოთვლით უკვე ჯდება მილიონნახევარი დოლარი“,-აცხადებს ლადო სადღობელაშვილი.