დავით ნარმანია ავსტრიის ინფრასტრუქტურის განვითარების ყოფილ მინისტრს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ქალაქების ურბანულ განვითარებაზე მომუშავე კომპანია “პან პლან”-ის გენერალურ დირექტორს, ავსტრიის ინფრასტრუქტურის განვითარების ყოფილ მინისტრს პიტერ შნაიდერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე თბილისის გენერალური გეგმის მოსამზადებელ სამუშაოებსა და გამოცხადებულ კონკურსზე ისაუბრეს. თბილისის მერმა პიტერ შნაიდერს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გენერალური გეგმის მოსამზადებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები