თამარ სანიკიძე: საქართველოში წელს სკოლამდელი განათლება დაინერგება

საქართველოში არ გვაქვს სკოლამდელი განათლება, ამის გარეშე 6 წლის ბავშვი რომ მოდის სკოლაში, ეს უკვე არ ვარგა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში სკოლამდელი განათლების დანერგვა პირველად, წელს იწყება.
“ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემა რამდენადაც მომხიბლავი არ უნდა იყოს ჩვენთვის, წელს იღებს გადაწყვეტილებას, მას ჰქონდა 5- წლიანი ბავშვების მიღება, 5 წლიდან ადიან 7 წელზე. ჩვენ საქართველოში არ გვაქვს სკოლამდელი განათლება. ამის გარეშე 6 წლის ბავშვი რომ მოდის სკოლაში, ეს უკვე არ ვარგა. წელს საქართველოში ვიწყებთ სკოლამდელი განათლების დანერგვას პირველად, რომლისთვისაც მზადდება ინფრასტრუქტურა და პროგრამამ გაიარა აპრობაცია. ბავშვი უნდა მოემზადოს და შევიდეს სკოლაში. ჩვენ გავაკეთეთ გონივრული ზღვარი, ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს 6 წლის, როდესაც მოდის სკოლაში”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ზემო აღნიშნულით, მშობლების პრობლემა, სად წაიყვანონ 6 წლის ბავშვი, რომელსაც სკოლაში არ იღებენ და ბაღის პროგრამაც გავლილი აქვთ, მოგვარდება.
“მშობლების ის დისკომფორტი, რომ სად წაიყვანონ 6 წლის ბავშვი, რომელსაც არც სკოლაში იღებენ და ბაღის პროგრამაც გავლილი აქვს, მოიხსნება. ეს იყო ძირითადი საზრუნავი სახელმწიფოსი და ეს მოიხსნა. ამის აუცილებლობა დადგა იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ და გავუწიოთ ბავშვებს ის მომსახურება, რომელიც საჭიროა მათი განათლებისთვის”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები