კვლევის მიხედვით, პლენარული სხდომები არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გააცდინეს

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა” საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი განახორციელა.
როგორც “კვირას“ “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრიდან” აცნობეს, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან – 2015 წლის თებერვლის ჩათვლით პლენარული სხდომები არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრებმა: 1. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 260; 2. კოალიცია “ქართული ოცნება” – 169; 3. “თავისუფალი დემოკრატები” – 33; 4. უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები – 16; 5. დამოუკიდებელი წევრები – 83.
“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა” საქართველოს VIII პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ფარგლებში გამოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია, კერძოდ: 2012 წლის ოქტომბრიდან – 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით; ახალი მოწვევის პარლამენტში შემოსული საკანონმდებლო წინადადება, საკანონმდებლო ინიციატივა, კანონპროექტის:
1. დასახელება; 2. ავტორი; 3. რომელ კომიტეტის სახელზე იქნა შემოსული და რომელ კომიტეტს დაეწერა განსახილველად; 4. რამდენ მოსმენაზე იქნა განხილული; 5. განხილვაში მონაწილე პარლამენტის დეპუტატთა კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დეპუტატთა სახელი, გვარი); 6. რამდენი დეპუტატი ესწრებოდა საკითხის განხილვას; 7. დეპუტატი, რომელიც არ ესწრებოდა საკითხის განხილვას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი? (დეპუტატთა სახელი, გვარი); 8. კონკრეტულ საკითხს, რამდენმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და რამდენმა განაცხადა უარი? ახალი მოწვევის პარლამენტის რამდენი დეპუტატი გამოვიდა მოხსენებით (დეპუტატთა სახელი, გვარი) მოხსენების შინაარსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) .
ახალი მოწვევის პარლამენტის რამდენმა დეპუტატმა გააკეთა კომენტარი პარლამენტში განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით? (დეპუტატთა სახელი, გვარი) კომენტარის შინაარსი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). რამდენჯერ გააცდინა ახალი მოწვევის პარლამენტის წევრმა, პარლამენტის სესიები, კომიტეტის სხდომები და სხვა შეხვედრები (დეპუტატთა სახელი, გვარი) დეპუტატთა მიერ შეხვედრების გაცდენის შემთხვევაში, ჰქონდათ თუ არა მათ საპატიო მიზეზი? (დეპუტატთა სახელი, გვარი და საპატიო მიზეზი) პარლამენტისგან მიღებული პასუხების შესაბამისად, კვლევის შედეგად “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა” წარმოადგინა საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგის ანგარიში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები