ტუსკი: შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებმა 2016 წელს ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ, თუმცა ეს ოფიციალური დაპირება არ არის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებმა 2016 წელს ევროკავშირში უვიზოდ იმოგზაურონ, თუმცა ეს ოფიციალური დაპირება არ არის. ასე უპასუხა ტუსკმა “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების” კორესპონდენტის შეკითხვას – იმოგზაურებენ, თუ არა ქართველები და უკრაინელები ევროკავშირში უვიზოდ 2016 წელს?

„ყველაფერი დამოკიდებულია მათ მცდელობასა და მონდომებაზე. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური დაპირება. ვართ პროცესის შუაში. პროგრესი საქართველოსა და უკრაინაში ნამდვილად დამაიმედებელია. დღეს შემიძლია იმის თქმა, რომ დარწმუნებული ვარ, მომავალი შეფასება, სავარაუდოდ, ნოემბერში გვექნება და თუკი პროგრესი ისეთივე დამაიმედებელი იქნება, როგორიც დღეს არის, ვფიქრობ, 2016 წელს ეს სავსებით შესაძლებელია“, -განაცხადა დონალდ ტუსკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები