თინა ხიდაშელი რიგის სამიტისგან პოზიტიურ შედეგს ელოდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რიგის სამიტთან დაკავშირებით პოზიტიურ შედეგს ელოდება. ხიდაშელიც განცხადებით, ის, რაც მოლდოვამ 2 წლის განმავლობაში გააკეთა, საქართველომ 6 თვეში განახორციელა.

„ხვალ იწყება რიგის სამიტი, ავიღოთ 24-საათიანი პაუზა და ყველა ერთად დაველოდოთ საბოლოო შედეგს, პოლიტიკური დეკლარაციას ერთ-ერთი ბოლო ვერსია, რასაც მე გავეცანი, არის იმედისმომცემი, მაგრამ, როგორც ცნობილია, თამარ ბერუჩაშვილი გუშინ კვლავაც ბრიუსელში იყო. იქიდან რიგაში მიბრძანდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ბოლო წუთის მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები