ხუთი წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანის ინიციატივას პარლამენტი კიდევ ერთხელ უყრის კენჭს

ხუთი წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიყვანის ინიციატივას პარლამენტი კიდევ ერთხელ უყრის კენჭს. სკოლაში ბავშვების ხუთი წლის ასაკიდან მიყვანასთან დაკავშირებით დეპუტატ კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მაგრამ მეორე მოსმენისას მხარი აღარ დაუჭირა, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გავა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლის გამოყენება სთხოვა, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ჩაგდებული პროექტის განმეორებით კენჭისყრას ითვალისწინებს. ბიურომ უმცირესობის მიმართვა გაითვალისწინა და საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახა. “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომლის ავტორი და ინიციატორი საპარლამეტო უმცირესობის დეპუტატი კობა სუბელიანია, სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან მიყვანის შესაძლებლობა იმ ბავშვებს ეძლევათ, რომელთაც ექვსი წელი დეკებრამდე უსრულდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები