საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის 14-მდე ქვეყნის წამყვანი მედიასაშუალებები რიგის სამიტის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის მიმართვას აქვეყნებენ.
სტატიაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს და მოუწოდებს რიგის სამიტზე მკაფიოდ დააფიქსირონ მზაობა რეგიონის ევროპული მომავლის მიმართ.
როგორ მინისტრი აღნიშნავს, ქართველებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია წარმოადგენს ერთგვარ ჯილდოს იმ რეფორმებისთვის, რომელიც მათ გასწიეს და ასევე ის ახალ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის შემდგომ ძალისხმევას. „21 და 22 მაისს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 34 ქვეყნის ლიდერი მოიყრის თავს. ამ დროისთვის ჩვენს წინაშე მდგარი გეოპოლიტიკური რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმ რეალობისგან,რომელიც ჩვენს ბოლო შეხვედრას შეესატყვისებოდა. ჯერ კიდევ 2013 წლის ნოემბერში, ვილნიუსში, რუსეთისფედერაციამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა საერთაშორისო სამართლისადა პრაქტიკის ძირითადი პრინციპები, მათ შორის ქვეყნის უფლება თავად გააკეთოს სუვერენული არჩევანი და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. მაგრამ მას შემდეგ მოსკოვი კიდევ უფრო შორის წავიდა და მისმა მცდელობამ ჩამოეშალა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საბაზისო პრინციპები, კიდევ უფრო აგრესიული ხასიათი მიიღო. აქედან გამომდინარე, ევროკავშირისთვის, ისევე როგორც პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორისსაქართველოსთვის, სამიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამიტზე მკაფიოდ დაფიქსირდეს მზაობა ჩვენი რეგიონის ევროპული მომავლის მიმართ, და ამ ხედვისრეალიზაციისთვის კონკრეტული ზომების მხარდაჭერა. საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისკუთხით მიღწეული პროგრესი ამ სურათის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ინციატივის წარმატებასა და მნიშვნელობაში, სწორი აზრისშესაქმნელად, საქართველო უნდა გაიხსენოს. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობადემოკრატიული რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა კონკრეტულ ჩარჩოს ქმნის ამ ხედვის რეალიზაციისთვის, რაშიც 2014 წლის ივნისში ხელმოწერილიასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებშეთანხმებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. მხოლოდ ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენიევროკავშირელი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენ უდიდესი ნაბიჯები გადავდგით ევროპულ დასაერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების თვალსაზრისით. ვამაყობთ, რომ დღეს საქართველოაღიარებულია როგორც რეგიონული ლიდერი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და საინვესტიციო საქმიანობისთვის სტაბილური და უსაფრთხო გარემო შექმნის კუთხით, ასევე როგორც ევროპული დასაერთაშორისო უსაფრთხოების პრო-აქტიური კონტრიბუტორი. უმნიშვნელოვანესია ის სარგებელი, რომელსაც ამ ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციის შედეგად როგორც საქართველო, ისე ევროკავშირი მიიღებს. მაგრამ ჩვენს რეგიონს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელიმშვიდობის, სტაბილურობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის მისაღწევად, რომელსაც ყველა ვესწრაფვით.საქართველოში ყველანი კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს წინაშე მდგარ როგორც შიდა, ისე საგარეო გამოწვევებს. ჩვენსრულ მზადყოფნას ვაცხადებთ შევინარჩუნოთ შიდა რეფორმების ტემპი, გვწამს, რომ ევროკავშირი, თავის მხრივ,გააგრძელებს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერას რეფორმებისა და ინტეგრაციის პროცესებისურთიერთშეხამების გზით, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრულ, ტრანსპარენტულ კრიტერიუმებს დაემყარება. ამგვარი თანაფარდობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ის, თუ რა პოზიციას დააფიქსირებსევროკავშირი რიგაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ უდიდესიძალისხმევა გავწიეთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა მოთხოვნის შესასრულებლად, რაც განვითარებისსაერთო პროგრამის ნაწილია. ჩვენი მიზანი იყო დაგვენახებინა ხალხისთვის, რომ ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით ჩვენს მიერ გაწეულ ძალისხმევას ხელშესახები სარგებლის მოტანა შეუძლია. დღეს, როდესაც ტექნიკური მოთხოვნები უკვე შესრულებულია, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებიმიიღებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებას. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება ნიშნავს უფრო მეტ ტურიზმს,კულტურულ და სტუდენტურ გაცვლებს და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ის ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას, ხოლო მომავალ თაობებს ერთიან ევროპულ ოჯახში მტკიცეადგილს დაუმკვიდრებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთ, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნებისხალხებს ის ნათლად დაანახებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას დაასრულებს თავის დაპირებებს. ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია წარმოადგენს იმ ხელშესახებჯილდოს რეფორმებისთვის, რომელსაც ისინი ასე დიდხანს ელოდნენ და ახალ ბიძგს მისცემს შემდგომძ ალისხმევას. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ის იქნება ერთგვარი სიმბოლო იმისა, თურა სარგებლის მიღება შეიძლება სქართველოს სახელმწიფოსთან რეინტეგრაციით, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის ის რეფორმების ნამდვილ სტიმულად იქცევა. არსებული რთული კონტექსტის გათვალისწინებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საერთო ხედვა დაღირებულებები არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც დღეს არის. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ რიგისსამიტზე, რომ ეს ხედვა და ღირებულებები შესაძლოა და უნდა იქცეს ხელშესახებ სარგებლად რეგიონშიმცხოვრები ადამიანებისთვის”, _ ნათქვამია განცხადებაში.