„სოციოლოგიური კვლევა საზოგადოების ნაწილია, მას ანალიზი სჭირდება და არა ემოციური დამოკიდებულება“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, NDI-ის გამოკითხვის ფარგლებში დასმული კითხვა, რომელზეც საზოგადოების 31%-ის პასუხი იყო, რომ მათთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მისაღებია, დამაბნევლად ჟღერდა. ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.
ზაქარეიშვილი მიიჩნვს, რომ სოციოლოგიურ კვლევას ანალიზი სჭირდება და არა ემოციური დამოკიდებულება.
“თქვენ რომ ნორმალური სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატაროთ, დასავათ კითხვა – „რა განსხვავებაა ევროკავშირს, ევროპის საბჭოსა და ევრაზიულ კავშირს შორის“, უმრავლეს შემთხვევაში საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გეტყვით, სამივე მათგანში არის “ევროპა“, ვინაიდან სიტყვა ევრაზიაში პირველი არის ევროპა… თავად მკვლევარებმაც თქვეს, რომ გამოკითხულებში იწვევდა დაბნეულობასო და მართალიცაა, მე არასოდეს არ ვენდობი სოციოლოგიურ კვლევას, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს. სოციოლოგიური კვლევა საზოგადოების სარკე არ არის, სოციოლოგიური კვლევა საზოგადოების ნაწილია, ამიტომ მას ანალიზი სჭირდება და არა ემოციური დამოკიდებულება“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები