„უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა“ და ალბომის „ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები“ პრეზენტაცია გაიმართა

15 მაისს, 15:30 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის „უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა (XI-XIII საუკუნეების ქართული ხელნაწერები)“ და ალბომის „ქართული ხელნაწერების ჭედური ყდები“ (ქართულად და ინგლისურად) პრეზენტაცია გაიმართა.

ასევე, გამოიფინა ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერები მოჭედილი ყდებით. პროექტი 2014 წლიდან განხორციელდა საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, რომლის ფარგლებშიც მოხდა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერების მოჭედილი ყდების დეტალური შესწავლა და დაზიანებების დიაგნოსტიკა სამომავლო რესტავრაციისა და კონსერვაციის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები