თამარ ბერუჩაშვილი ვიშეგრადის მინისტერიალზე იმყოფება

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ვიშეგრადის მინისტერიალზე იმყოფება. მინისტრი ბრატისლავაში ,,ვიშეგრადის ოთხეულის’’ და ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს.

სამინისტროს ცნობით, მინისტერიალზე ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ რიგის სამიტის მოსამზადებელ საკითხებს განიხილავენ. ასევე იმსჯელებენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით.
როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, ვიშეგრადის მინისტერიალი მხარეებს აძლევს რიგის სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას, დასახული მიზნების მიღწევის გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის საშუალებას. მინისტერიალი წინ უსწრებს 2015 წელს რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ ლატვიის, რუმინეთის, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი, იოჰანეს ჰანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები