ეკა ბესელია: პროკურატურის რეფორმა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას ითვალისწინებს
პროკურატურის სისტემა საკანონმდებლო ნორმებით იქნება გაძლიერებული – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, პროკურატურის რეფორმა, უპირველესად, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას გულისხმობს.
“პროკურატურის რეფორმა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაზრდას ითვალისწინებს – მთავარი პროკურორის არჩევის მაღალი ლეგიტიმაცია ექნება. ამ უწყების მეტი დამოუკიდებლობა და სრული დეპოლიტიზება, რომელიც მოხდა პროკურატურის სისტემაში, საკანონმდებლო ნორმებით გაძლიერდება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.