“გარემოს დაცვისა და თავდაცვის მინიტრების შეცვლა მხოლოდ პირველი ეტაპი იყო“

ექსპერტი გია ხუხაშვილი მინისტრთა კაბინეტის შესაძლო გადახალისებაზე საუბრობს.
როგორც ხუხაშვილმა, „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ საუბრისას აღნიშნა, გარემოს დაცვისა და თავდაცვის მინიტრების შეცვლა მხოლოდ პირველი ეტაპი იყო.
„ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ქვეყანას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს, როგორც საგარეო- პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ეკონომიკაში, რის გამოც დაიწყო ამ მმართველობითი სისტემის რამდენიმე ეტაპიანი რეორგანიზაცია, იმისათვის რომ ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები,რომლებსაც აქვთ უნარი, მიიღონ სერიოზული გადაწყვეტილებები და შემდეგ ამ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აიღონ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები