კონსტანტინე ქვაჩაკიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტერ პელეგრინის რწმუნებათა სიგელები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ.