ბულგარეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს(ვიდეო)

ბულგარეთის მასშტაბით, თითქმის 100 ლოკაციაზე სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ხანძარს ებრძოდნენ. ქვეყნის ხელისუფლებამ ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

მედიის ცნობით, სამხრეთ-დასავლეთ ბულგარეთში, პირინის მთის ძირში ხანძარი ათასობით ჰექტარ ტყის ფართობზე გავრცელდა.

ხელისუფლების განცხადებით, შაბათს რეგიონში გაგზავნილი 200-ზე მეტი მეხანძრე გაიყვანეს ტერიტორიიდან, რადგან ძლიერი ქარი მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა და დასძინეს, რომ ისინი ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან საჰაერო მხარდაჭერას ელოდებიან.

ცნობისთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ბოლო კვირის განმავლობაში რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები