აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება შედგა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში 15-პროცენტიანი საბაზისო ტარიფი გავრცელდება ყველა სექტორზე, მათ შორის, ავტომობილებსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე.

თავის მხრივ, ევროკავშირი თავის ბაზარს ამერიკული ექსპორტიორებისთვისაც გახსნის. ამასთან, ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს. პარალელურად კი დამატებით, ევროპა ამერიკაში 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ჩადებს.

ამასთან, როგორც ფონ დერ ლაიენმა განმარტა, ზოგიერთ მნიშვნელოვან პროდუქტზე ტარიფი საერთოდ გაუქმდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები