გიორგი ქადაგიძე: საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვევა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, იუჰა კაჰკონინს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და გამოწვევების განხილვა იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან ის პარტნიორობა და თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ეროვნულ ბანკს აკავშირებს.
“იცით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულიად მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ისევე როგორც მხარს უჭერს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, მსოფლიო ბანკი და ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ყველა დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს ორგანიზაციები მხარს უჭერენ ჩვენ მიერ განხორციელებულ პოლიტიკას მხოლოდ ერთი მიზეზით, იმიტომ რომ ეს არის დღეს ერთადერთი სწორი პოლიტიკა”, – განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, მომდევნო კვირაში საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები