ნოდარ კერესელიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, რუდოლფ მიხალკას შეხვდა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ელჩს საქართველოში აგრარული დარგის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები გააცნო.
რუდოლფ მიხალკამ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის აგრარული დარგის მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გასულ წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიშსა და სამინისტროში მომზადებულ დარგის განვითარების სტრატეგიას გაეცნო და მიაჩნია, რომ სლოვაკეთის ბიზნესწრეებისთვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო საინტრესო და მიმზიდველი შეიძლება გახდეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია მიმდინარე წლის ივნისში სლოვაკეთში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე საქართველოს მხარემ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და გარემოზე პრეზენტაცია წარმოადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები