მომსახურების სააგენტოს გერმანული და პოლონური პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გერმანული და პოლონური პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, „უტალისა“ და „მიულბაუერის“ თანამშრომლებს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით მიზანდარმა უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო ინფორმაციულ ტექნოლოგიებში არსებული და დაგეგმილი სიახლეები, მომსახურების სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა საკითხები. უცხოელმა პარტნიორებმა ასევე შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივაზე ისაუბრეს.