კვირიკაშვილი ხადურის გათავისუფლების მიზეზს ვერ ხედავს
ეკონომიკის მინისტრის და ვიცე პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ის ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს. აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხადურის შესაძლო გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას გააკეთა.
“პირველად მესმის, ალბათ შეკითხვა პრემიერ-მინისტრს უნდა დაუსვათ, თუმცა მე ვერ ვხედავ ამის ვერანაირ მიზეზს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.