„როცა შემოდის ნაკლები უცხოური ვალუტა, პრობლემის დაძლევის გასაღების ძიება მონეტარულ ინსტრუმენტებში ილუზიაა“

მაშინ, როდესაც ქვეყანაში შემოდის ნაკლები უცხოური ვალუტა, პრობლემის გადაწყვეტის გასაღების ძიება ეროვნულ ბანკსა და მონეტარულ ინსტრუმენტებში არის ილუზია, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, იუჰა კაჰკონინთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს პოლიტიკას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, რაც აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.

“ეს ჰგავს მცდელობას, სახლის მეორე სართული საძირკვლიდან გამოღებული აგურით ავაშენოთ. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რაც არაერთხელ დადასტურებულა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში, ეს რომ შესაძლებელი იყოს და ასე უმტკივნეულოდ მხოლოდ მონეტარული ინსტრუმენტებით ხდებოდეს ამ პრობლემის მოგვარება, მთელი მსოფლიო გააკეთებდა ამას და საერთოდ არ იქნებოდა გაუფასურება”, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები