ნოდარ ჯავახიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელს მუსტაფა ბენმამაარის შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.
საუბარი შეეხო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ასევე ადგილობრივი და შიდა სახელმწიფოებრივი გზების მშენებლობის საკითხებს.
ნოდარ ჯავახიშვილმა ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ინსტიტუციონალური რეფორმების მხარდაჭერისთვისაც. ბანკის მისიამ დადებითად შეაფასა სამინისტროს ჩართულობა, როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო პროექტებთან მიმართებაში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობას სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები