„ი-ბი-არ-დის“ ბიზნესფორუმი საქართველოს საინვესტიციო სესიით გაიხსნება
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბიზნესფორუმი თბილისში – მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ, დღეს რუსთაველის თეატრში ბიზნესფორუმი საქართველოს საინვესტიციო სესიით გაიხსნება.
სესია 2015 წლის „ი-ბი-არ-დის“ ღონისძიების განრიგის განუყოფელი, ინსტიტუციური ნაწილია, სადაც ბანკის სამომავლო საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით, საკვანძო გადაწყვეტილებები მიიღება.
სესიის ფორმატი გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ინვესტორებს შორის არაფორმალურ დისკუსიას ითვალისწინებს.
ღონისძიებაზე დასასწრებად, ტელეკომპანია CNN-ის განვითარებადი ბაზრების განყოფილების რედაქტორი უკვე თბილისშია. ის საინვესტიციო სესიაზე მოდერატორის რანგში იქნება წარმოდგენილი.