ჟურნალისტი იმედა დარსალია თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
„კვირას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი იმედა დარსალია თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. დარსალია მეგობრებისგან და ჟურნალისტებისგან ფეისბუქის გვერდზე უკვე მილოცვებს იღებს.
შეგახსენებთ, რომ იმედა დარსალია ტელეკომპანია TV3-ის საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული პოსტი 2014 წლის ნოემბერში დატოვა. მანამდე კი დარსალია ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო.