SOCAR-მა საქართველოში კარბამიდის ქარხნის მშენებლობა შეაჩერა

კომპანია SOCAR-მა საქართველოში კარბამიდის ქარხნის მშენებლობა შეაჩერა. კომპანიის საინვესტიციო სამმართველოს ხელმძღვანელის ვაგიფ ალიევის განცხადებით, მშენებლობის შეჩერება რამდენიმე საკითხს უკავშირდება, მათ შორის ენერგეტიკულ ბაზარზე კონიუნქტურის შეცვლას, გაზით გრძელვადიან უზუნველყოფას და სხვა.
როგორც მან აზერბაიჯანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, SOCAR-ი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გავლენა არც ერთ სუბიექტურ და სხვა ფაქტორს არ მოუხდენია.
„ბოლო დროს, მედიასა და სოციალურ ქსელში დაუსაბუთებული და რეალობას მოკლებული, სპეკულაციური ინფორმაცია ვრცელდებოდა. ამ პროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა აღნიშნული საკითხების წარმოქმნის შემდეგ პროექტი გადაიხედა და მისი შეჩერება გადაწყდა“, – განაცხადა ალიევმა. ქარხნის მშენებლობა ყულევში იყო დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები