გია სალუქვაძის მოადგილედ ქეთი მოისწრაფეშვილი დაინიშნა
გურიის ახლად დანიშნული გუბერნატორის, გია სალუქვაძის პირველ მოადგილედ, ქეთი მოისწრაფეშვილი დაინიშნა.
“ქეთი არის და იქნება ჩემი დასაყრდენი ძალა. ამ ეტაპზე, ჩვენ ორთავე გავუმკლავდებით იმ პრობლემებს, რაც არსებობს გურიაში. ჯერჯერობით სხვა საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა, თანამშრომლებთან დღეს მექნება გაცნობითი შეხვედრა“, – განუცხადა „გურია ნიუსს“ სალუქვაძემ.