ნოდარ ჯავახიშვილი JICA-ს წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის და კავკასიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ტოშინობუ კატოსა და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე გამახვილდა. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (JICA) ქართულ მხარესთან თანამშრომლობით კმაყოფილია.
უწყების ცნობით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედი