ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის მამიდა: არასდროს სიგარეტი ხელში არ დაუჭერია…

ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპული ერთ-ერთი მოზარდის მამიდა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ოჯახის წევრი სასტუმროს მფლობელის დასჯას ითხოვს. “დაისაჯოს სასტუმროს მფლობელი ჰასანი. მაგას უთქვამს 2 მილიონი დავკარგეო, ჩვენ რამდენი მილიარდი დავკარგეთ… სამართალს ვითხოვთ, სხვას არაფერს. ბავშვს ლიმონათის მეტი არაფერი დაულევია, ბავშვი არის სუფთა, უმწიკვლო. არასდროს სიგარეტი ხელში არ დაუჭერია”, – აცხადებს დაღუპულის მამიდა.
ტრაგედია ქობულეთში 10 მაისს, გამთენიისას მოხდა. სასტუმრო „არმაზში“ გაჩანილმა ხანძარმა სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. სასტუმროში რუსთავიდან ფოლკორული ანსამბლის „სიხარულის“ წევრები იმყოფებოდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები