ვახტანგ გომელაური: რუსი ბაიკერები პარკში არც ლენტებით და არც დროშებით არ შესულან

უსაფრთხოების ნორმები დაცულია. რუსი ბაიკერები ვაკის პარკში იმყოფებიან, თუმცა არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, რადგან ისინი პარკში არც ლენტებით და არც დროშებით არ შესულან – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
“უსაფრთხოების ნორმები დაცულია. გარწმუნებთ, რომ რუსი ბაიკერები ვაკის პარკში იმყოფებიან, თუმცა არანაირი ინციდენტი არ მომხდარა, რადგან ისინი პარკში არც ლენტებით და არც დროშებით არ შესულან. ჩვენ, სპეცსამსახურებმა ვიმუშავეთ ამაზე”, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე განმარტებით, რუსი ბაიკერები საქართველოში ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტიდან შემოვიდნენ.
“რა მოხდა, ისინი ჩვეულებრივი სტუმრები არიან, რუსები, სხვა მოქალაქეები არ შემოდიან ტურისტულად საქართველოში?!”, – აღნიშნა შს მინისტრმა.
ვახტანგ გომელაური ვაკის პარკში იმყოფებოდა, სადაც მან პრემიერთან და მთავრობის წევრებთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები