შალვა პაპუაშვილი: სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია
„სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არასერიოზულია,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით წერს.
„სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ, 2024 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია“, – წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის პრესსპიკერის ანუარ ელ ანუნის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შვედეთი ევროკავშირისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას გმობს.