ირაკლი ჭეიშვილი: „მეგობარ აქტს“ ტრამპის ადმინისტრაციაში განვითარება არ ექნება

„არანაირი განვითარება „მეგობარ აქტს“, სინამდვილეში, საქართველოს მიმართ მტრულ აქტს, არ ექნება. ტრამპის ადმინისტრაციაში რომ შევიდეს, ვფიქრობ, ხელმოწერილი არ იქნება,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„რა პოლიტიკასაც წლების განმავლობაში ჩვენ ვატარებთ, პრაქტიკულად იგივე პოლიტიკას ატარებს დონალდ ტრამპი. კიდევ თუ გავიხსენებთ, რამდენიმე დღის წინ წარმომადგენლობითმა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა თავის ანგარიშში პირდაპირ დაადანაშაულა ევროპა, რომ ევროკავშირი კონსერვატორების წინააღმდეგ პოლიტიკას ატარებს. შესაბამისად, ვფიქრობ, არანაირი განვითარება ამ „მეგობარ აქტს“, სინამდვილეში, საქართველოს მიმართ მტრულ აქტს, რომელიც კონკრეტულმა კონგრესმენმა შეიმუშავა და მხარდაჭერილი იყო, არ ექნება. ტრამპის ადმინისტრაციაში ხელმოსაწერად რომც მივიდეს, ვფიქრობ, ხელმოწერილი არ იქნება, შესაბამისად, არც განვითარება არ ექნება აღნიშნულ ფაქტს“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები