გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის მინისტრთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო – ფოტოკოლაჟი

საქართველოს პრეზიდემა დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გიორგი მარგველაშვილი ვაკის პარკში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან, გენერალური შტაბის უფროსთან გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან დავით პატარაიასთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.
თინათინ ხიდაშელმა ვეტერანებს მხარდაჭერა აღუთქვა. თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი მშვიდობის უზრუნველყოფაა.
„მე ყოველ წელს მოვდივარ აქ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემთვის. ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ შემთხვევაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დღესაც ისეთივე პრიორიტეტია, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ. ომი ყველაზე უფრო დიდი შეცდომაა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ, სახელმწიფოებმა დაუშვან. დღევანდელი დღე გვახსენებს სწორედ იმას, რომ ეს აღარ უნდა დავუშვათ და ყველა კეთილი ნების სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ. 21-ე საუკუნეში სხვა ფორმებით უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების გარკვევა”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს გაესაუბრნენ.

10173520_433170010184611_7473642232721207420_n

10660221_433169840184628_4708343434957457174_n

10675585_433169930184619_7240745650817668875_n

11019573_433170076851271_2765741920229609956_n

11023518_433169686851310_1894261868735583681_n

11118461_433169693517976_1340051353539389128_n

11143086_433170003517945_7340889235372892807_n

11165280_433169570184655_5188280458184051848_n

11204884_433169966851282_7372460318982692560_n

11205543_433170040184608_7574160189279842602_n

11209423_433170066851272_7452085734214715905_n

11234989_433169566851322_3467419595931138018_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები