აზიმ სადიკოვი: ეროვნულ ბანკზე ზეწოლა არ უნდა გრძელდებოდეს

ეროვნულ ბანკზე ზეწოლა არ უნდა გრძელდებოდეს, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია – აღნიშნული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ჩვენ ვადევნებთ მოვლენებს თვალ-ყურს, ძალიან გვაშფოთებს ის მდგომარეობა, რაც ხდება საქართველოში, რადგან დიდია ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ეს მიუღებელია იმდენად, რამდენადაც ეს არ შედის ქვეყნის ინტერესებში”, – განაცხადა სადიკოვმა.
მისივე თქმით, ლარის გაცვლითი კურსი უნდა იყოს მცოცავი.
“ეს პოზიცია უნდა იყოს მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე, ზეწოლა ეროვნულ ბანკზე არ უნდა გრძელდებოდეს. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია”, – განაცხადა სადიკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები