„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ სათაო ოფისში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა გუნდის საზეიმო მიღება გაიმართა
19-28 აპრილის ჩათვლით ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში დასრულდა მსოფლიო ქალთა გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა. 2008 წლიდან „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ არის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გენერალური სპონსორი.
მიღებაზე „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა, მაირ მამედოვმა გუნდს გამარჯვება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა – აიფონ-6 და ფულადი პრიზები. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს: ბელა ხოტენაშვილმა, ლელა ჯავახიშვილმა, მერი არაბიძემ, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავაა, კაპიტანი – დავით ჯოჯუა.
R