შს მინისტრი: ხუტა პაჭკორია არანაირი ნარკოტიკების შემოტანას არ მფარველობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ანტიკორუფციული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ხუტა პაჭკორია ნარკოტიკების შემოტანას არ მფარველობდა. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა, საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ქალბატონო ირმა, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. არანაირი ნარკოტიკების შემოტანას არ მფარველობდა ხუტა პაჭკორია. არ შეიძლება ადამიანისთვის ჩირქის მოცხება. ეს ადამიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, უფლება აქვს მის კურატორ მინისტრის მოადგილეს, ვინც ანტიკორუფციულ დეპარტამენტს კურატორობს, მოხსნას ადამიანი. ის კადრების განკარგულებაში აიყვანეს და შემდეგ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურში დანიშნეს“,- განაცხადა გომელაურმა. რაც შეეხება პაჭკორიას გათავისუფლების მიზეზებს, ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ “ყველაფრის თქმა აუცილებელი არ არის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები