თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე: მგონია, რომ ასეთი დანაშაულისთვის ხალხი წინასწარ პატიმრობაში არ უნდა იყოს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ რჩება იმ ადამიანების თავმდები, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით არიან დაკავებულნი. მას მიაჩნია, რომ ასეთი ტიპის დაშაულისთვის ადამიანები წინასწარ პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდნენ.
„მე ყოველთვის საკუთარი ღირებულებების ერთგული ვარ. ყოველთვის ვაკეთებ იმას, რისიც მჯერა. დღესაც ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს პროკურატურამ და სასამართლომ საქმის წარმოება და აჟიოტაჟი თავდაცვის სამინისტროს მიმართ. დღეს ამაში კიდევ მეტად დაინტერესებული ვარ, გასაგები მიზეზების გამო. საკითხი თუ დადგება, მე არ ვაპირებ ამ პოზიციის შეცვლას. პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და ვერ ჩავერევი ვერც პროკურატურის და ვერც სასამართლოს საქმიანობაში. მგონია, რომ ასეთი დანაშაულისთვის ხალხს წინასწარ პატიმრობაში არ უნდა ვსვამდეთ, ზოგადად”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები