ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებებოდდან გადადგომის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთბს. მისი თქმით, საქართველოში მოიძებნება საკმაოდ ბევრი კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები, რომლებიც გაუძღვებიან თვითეულ სამინისტროს.
„კონსულტაციები მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან და ორი დღის წინ შევჯერდით. მან ჩემი პოზიცია გაიზიარა. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. პრემიერს აქვს ამის სრული ლეგიტიმაციაც და პრეროგატივა – მინისტრთა კაბინეტის წევრების შერჩევა. ვერ ვხედავ პრობლემას, რომ პარლამენტმა შესაბამისი ნდობა არ გამოუცხადოს. ჩვენს ქვეყანაში მოიძებნება საკმაოდ ბევრი კვალიფიციური, პროფესიონალი კადრი, რომლებიც გაუძღვებიან თვითეულ სამინისტროს“, – განაცხადა ხოკრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები