თამარ სანიკიძე: გული დამწყდა, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ძალიან გული დამწყდა, რომ ელგუჯა ხოკრიშვილმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ნამდვილად კარგი კოლეგა იყო, – აღნიშნული განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით დღეს გააკეთა. როგორც “ინტერპრესნიუსს” თამარ სანიკიძემ განუცხადა, მათ ჰქონდათ საერთო პროგრამები, რომლის ფარგლებში კარგად თანამშრომლობდნენ. “თუმცა, მან ისეთი არგუმენტი მოიყვანა, ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება ამის კონტრარგუმენტი თქვა და არ მისცე ადამიანს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება, რომელიც მან მიიღო და ეს უკავშირდება მის ოჯახს და მის მცირეწლოვან ბავშვს. სხვა რა დაგვრჩენია, ჩვენ მას უნდა დავემშვიდობოთ”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები