“მოვუწოდებდი ISFED-ს, რომ ანგარიში გამოაქვეყნონ და შემდეგ გააკეთონ რაიმე ტიპის კომენტარები” – ლევან მაჭავარიანი
“მოვუწოდებდი ISFED-ს, რომ ანგარიში გამოაქვეყნონ და შემდეგ გააკეთონ რაიმე ტიპის კომენტარები”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
“კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ზუსტად იმავე პრინციპით არჩევნები ჩატარდა 6-ჯერ, შუალედური არჩევნები და ცესკომ ჩაატარა 8 პილოტი, სადაც ყველამ მონაწილეობა მიიღო, ოპოზიციამაც, პოზიციამაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და ა.შ. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის ისევ ჰაერიდან მოტანილი სპეკულაცია. ერთადერთი, რაც პირველადად ობიექტური თქვა ISFED-მა და მე ძალიან გამიკვირდა, არის ის, რომ მათი პარალელური ხმის დათვლა აბსოლუტურ თანხვედრაშია ცესკოს შედეგებთან, მაგრამ ისინი ანგარიშს არ აქვეყნებენ. მოვუწოდებდი ISFED-ს, რომ ანგარიში გამოაქვეყნონ და შემდეგ გააკეთონ რაიმე ტიპის კომენტარები”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ISFED-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ამომრჩეველთა გენდერულ მონაცემებში არსებულ შეუსაბამობებზე ცესკოს განმარტებები არასაკმარისია.