“ნებისმიერი შეხვედრა უცხოელებთან არის აბსოლუტურად არაფრის მომტანი, თუ იქ მტკიცებულებები არ გაქვთ და ყველამ კარგად იცის, რომ მტკიცებულებები არ არის” – გურამ მაჭარაშვილი

“ნებისმიერი შეხვედრა უცხოელებთან არის აბსოლუტურად არაფრის მომტანი, თუ იქ მტკიცებულებები არ გაქვთ და ყველამ კარგად იცის, რომ მტკიცებულებები არ არის”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რითაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრას ეხმაურება.

“შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი წყალწაღებული შეხვედრები, რომლებსაც შედეგი და ეფექტი ვერანაირად ვერ ექნება. დადიან, ალბათ მათ პატრონებს რომ დააჯერონ, რომ ისინი რაღაცას ფორხილობენ იმ ფულის გადმორიცხვის სანაცვლოდ, რაც გადმოურიცხეს”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები