ირაკლი ღარიბაშვილი სემეკ-სა და “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სემეკ-სა და “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიმართავს. მთავრობის მეთაური გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ენერგეტიკის სამინისტროს, “ენერგო-პრო ჯორჯიასა” და მარეგულირებელ კომისიას მოუწოდა, შიდა საუბრები საჯარო აღარ გახადონ, ვინაიდან მოსახლეობას ძაბავს. მისივე განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
“მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება ელექტროენერგიის ფასის მომატება. ძალიან გთხოვთ ყველას –”ენერგო-პროს” წარმომადგენლებს, ენერგეტიკის სამინისტროს და მარეგულირებელ კომისიას, რომ თქვენი შიდა საუბრები არ გახდეს საჯარო. თქვენ შიგნით ისაუბრეთ, იმსჯელეთ ამა თუ იმ კომპანიის მომართვებზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საჯარო და მოსახლეობას ნუ ძაბავთ, როცა ამ ეტაპზე არ იგეგმება არავითარი ფასის მატება”,- აღნიშნა სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.
კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” სემეკ-ს ტარიფის გადახედვის თხოვნით მიმართა. არსებული ინფორმაციით, ტარიფის საკითხი 10 სექტემბრამდე უნდა გადაწყდეს. “ენერგო-პრო ჯორჯია”, თბილისისა და კახეთის გარდა, მილიონამდე აბონენტს ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები