ნოდარ ჯავახიშვილი: საკადრო ცვლილებები, ალბათ, იქნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებები განხორციელდება. როგორც უწყების ახალმა ხელმძღვანელმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, სამინისტროს თანამშრომლებმა მასთან მუშაობა არ ისურვონ. „საკადრო ცვლილებები ალბათ იქნება. ადამიანებმა შეიძლება ჩემთან მუშაობა არ ისურვონ,“ – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა. ნოდარ ჯავახიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე სამი დღის წინ დაინიშნა, მას შემდეგ, რაც უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით შავლიაშვილმა პრემიერს გადადგომის თხოვნით მიმართა. ჯავახიშვილი მანამდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები