პრემიერი: რეგიონებს გამოუყენებელი რესურსები აქვთ და არ უნდა დავუშვათ, რომ ასე დარჩეს

რეგიონებს გამოუყენებელი რესურსები აქვთ და არ უნდა დავუშვათ, რომ ეს რესურსები გამოუეყენებელი დარჩეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რეგინებში დეტალურად იქნა შესწავლილი ბუნებრივი და ადამიანური რესურსები და მცხეთა-მთიანეთის რეგინის მიმართ კონკრეტული გეგმაც არსებობს, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს რეგიონი.
„ჩვენ – ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, იმ პერსპექტივებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რაც მთავარია, რეგიონებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ განსაკუთრებით გავააქტიუროთ რეგიონებში პროცესები. ჩვენ – ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება ვართ მზად, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ თქვენი ბიზნესის კეთების პროცესში. საქართველოს რეგიონებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ. გვაქვს რესურსები, რომლებიც გამოუყენებელია და დაუშვებელია, რომ ეს რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად არ გამოვიყენოთ. ამაში მთავრობას ბიზნესის თანადგომა სჭირდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები