დავით სანაკოევი ავარიაში მოჰყვა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით სანაკოევი ავარიაში მოჰყვა. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, სანაკოევის კუთვნილი „ლექსუსი“ ძაუს რაიონში ამობრუნდა. ავტომანქანას ის თავად მართავდა.
როგორს სააგენტოს ცხინვალის საავადმყოფოში შეატყობინეს, დავით სანაკოევს დაჟეჟილობა და სახეზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, სერიოზული დაზინება მას არ მიუღია და პირველადი დახმარების შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.
შეგახსნებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავით სანაკოევს ოკუპირებული რეგიონის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა, თუმცა ცხინვალის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მას ხელი არ მოაწერა.