აკაკი მინაშვილი: კანონში ცვლილებები მცდელობაა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოატყუონ მოქალაქეები

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ კრიმინოგენული ვითარების გამოსასწორებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისუფლების ნებაა. ამასთან, მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლება მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს ამნისტიით ათავისუფლებს და ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
„პრემიერი კახა კალაძე წითელი ხალიჩით აცილებს კანონიერ ქურდებს, ქალბატონი ბესელია, ბატონი გედევან ფოფხაძე მძიმე დანაშაულებში ბრალდებულებს ამნისტიით უშვებენ გარეთ. კანონში ცვლილებები ეს გარკვეული მცდელობაა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოატყუონ საქართველოს მოქალაქეები”, – განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები