ირაკლი სესიაშვილი შალვა აბულაძესა და ანდერს ბრეივიკს შორის პარალელებს ავლებს

არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს მკვლელთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდონარემ, ირაკლი სესიაშვილმა პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განუცხადა.
სისიაშვილის თქმით, ახლა პოზიციების კონსოლიდაცია საჭირო. “საქმე გვაქვს არაორდინალურ შემთხვევასთან. მკვლელთან არ გვაქვს საქმე. შეიძლება, გარკვეული სახით გადაცდომასთანაც გვქონდეს საქმე. ჩვენ ამ ვითარებაში უნდა გავერთიანდეთ და პოზიციების კონსოლიდაცია მოვახდინოთ. საზოგადოებას უნდა დავანახვოთ, რომ პოლიციას გვერდით ვუდგავართ. ვისურვებ, რაც შეიძლება დროზე მოხდეს საქმის გამოძიება და ეჭვმიტანილის დაკავება. გვახსოვს სერიოზული ტრაგედია, ბრეივიკის მიერ ჩადენილი. არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს ისეთ მკვლელთან, რომელიც უმისამართოდ ისვრის. ის განსაკუთრებით ერჩის პოლიციელებს და შეიძლება სხვა პრობლემასთანაც გვქონდეს საქმე. ის არის თავისი ხასიათით გამორჩეული – რთული. საჭიროა საზოგადოების კონსოლიდირება”,- განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები