ირაკლი ალასანია მზად არის მინდია ჯანელიძეს შეხვდეს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს მასთან შეხვედრის სურვილი იქნება, ის მზად არის, ჯანელიძეს შეხვდეს. “თუკი მას სურვილი ექნება, შემიძლია დღესვე აქედანვე წავიდე და ავუხსნა, რეალურად რა აქვს გასაკეთებელი თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და რაში დასჭირდება მას საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. თავდაცვა ჩვენი პარტიისთვის არის პოლიტიკაზე მაღლა. ძალიან სამწუხაროა, რომ მან შეხვედრის თაობაზე განცხადება გააკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან აეცილებინა ღია ეთერში ჩვენი საუბარი. თუკი მას რაიმე მოსაზრება სჭირდება, მზად ვარ, დღესვე წავიდე, მივიდე თავდაცვის სამინისტროში, შევხდე და ვუთხრა, თუ რა აქვს გასაკეთებელი”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები