მიხეილ სააკაშვილი პოლიციელის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მთელ საქართველოს უსამძიმრებს.
“ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს პოლიციელ ბექა მარგიშვილის მკვლელობას. სამწუხაროდ უკვე მერამდენედ კლავენ და ესხმიან თავს მათ, ვინც ხალხი ძალადობისა და აგრესიისგან უნდა დაიცვას.
ბექა მარგიშვილის მკვლელობამდე მოკლეს ბორჯომში პოლიციელი გიორგი ბერუაშვილი, ბათუმში პოლიციელი თარეშ მუკბანიანი და ადგილი ჰქონდა ათეულობით პოლიციელის დაჭრასა ან ფიზიკურ ხელყოფას. ეს არის პოლიტიკურად წახალისებული კრიმინალური სამყაროს შურისძიება იმ კანონიერებისა და წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, ჩვენი ეროვნული სიამაყის, ქართული პოლიციის მუშაობის შედეგად დამყარდა. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიციელზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე და საზოგადოებაზე ხელის აღმართვა. სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობისა და ხშირად დანაშაულის პირდაპირი წახალისების პირობებში საზოგადოება ვალდებულია ხმა ამოიღოს თავისი დამცველების დასაცავად“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები