პროკურატურამ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები დაადგინა
მოკლული ბიზნესმენის ბესო ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ ახალი დეტალები დაადგინა. ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატის მალხაზ სალაყაიას მტკიცებით, საუბარია ანაბეჭდებსა და დნმ-ზე. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმის გამოძიება საქართველოს ფარგლებს სცდება.
“გამოძიება ფლობს ყველა იმ დადასტურებულ ნივთმტკიცებულებას, რომელიც დანაშაულის ჩამდენმა პირმა დატოვა – ეს არის მისი ყველა მნიშვნელოვანი კვალი, რაც მას შეიძლება ჰქონდეს, ანაბეჭდები მაქვს მხედველობასი, დნმ-ი, რომელიც იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი საშუალებაა. ვიტყოდი იმასაც, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს სცდება და მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის ქვეყნებთან”, -განაცხადა სალაყაიამ.